ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში, მორიგი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციისამებრ მხარის გუბერნატორი, პაატა ხიზანაშვილი უძღვებოდა.
სხდომას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.
საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 ძირითადი და სხვა პრიორიტეტული საკითხები განიხილეს.
მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების წინაშე მოხსენებით წარდგნენ სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
განხილულ საკითხთა შორის იყო მიმდინარე წლის რეგიონული პროექტები და მუნიციპალიტეტებში დასუფთავების მასშტაბური აქციების დაგეგმვა-ორგანიზება.
საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენლებმა სხდომის ფარგლებში აგრეთვე ისაუბრეს რეგიონში პროექტის ,,გამოყენებითი სპორტის“ მნიშვნელობასა და სხვა სპორტული და კულტურული აქტივობების განხორცილებაზე.

Visited 126 times, 1 visit(s) today