ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, ყოველი კვირის ოთხშაბათი მოქალაქეთა მიღების დღე იქნება

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, სამხარეო ადმინისტრაციაში, ოთხშაბათი, მოქალაქეთა მიღების დღედ ოფიციალურად გამოცხადდა – გიორგი დოხტურიშვილი მოსახლეობას, დღის განმავლობაში პირადად შეხვდება.

“ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი ხალხზე ზრუნვა და მათ საჭიროებებზე მყისიერი რეაგირებაა – სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მათთან უშუალო და ინტენსიური კომუნიკაცია. მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების დროული იდენტიფიკაცია და მათი გადაჭრის გზების მოძიება ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იქნება.“ – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები რეგიონის მუნიციპალიტეტებშიც განხორციელდება – მერები ადგილობრივების საჭიროებებს პირადად მოისმენენ. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია:
საკონტაქტო პირი – რუსუდან გონჯილაშვილი 593 76 20 56
ელექტრონული ფოსტა: g.dokhturishvili@kvemokartli.gov.ge

Visited 56 times, 1 visit(s) today