ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად მხარის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი უძღვებოდა. სხდომას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ. საბჭოს წევრებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს. საუბარი შეეხო 2018 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ სამუშაოებს და რეგიონული განივითარების სტრატეგიის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმას.
Visited 100 times, 1 visit(s) today