ქვემო ხვედურეთის საბავშვო ბაღი გაიხსნა

01/11/2016

დღეს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა იოსებ ოქრომელიძემ საზეიმოდ გახსნეს სოფელ ქვემო ხვედურეთის საბავშვო ბაღი. შენობა სრულად რეაბილიტირდა.მოეწყო კომუნიკაციები,ცენტრალური გათბობის,წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.საბავშვო ბაღში გაიხსნა 2 ჯგუფი ,სადაც შესაძლებელი იქნება 50-60 ბავშვის მიღება.დასაქმდა 15 ადამიანი .ბაღი ასევე ადაპტირებულია შშმ პირებისათვის. აღნიშნული პროექტისათვის ქარელის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 95 282,44 ლარი.სამშენებლო სამუშაოები შეასრულა შპს „ახალი სამშენებლო“-მ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0