ქვიშხეთში, წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. დღეს სამუშაოების მიმდინარეობა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმომადგენლებთან – სერგო ლალიაშვილთან და გიორგი პაპიაშვილთან ერთად დაათვალიერა. რეაბილიტირებული სახლ-მუზეუმი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას. მუზეუმის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 560 083 ლარია გამოყოფილი.
Visited 146 times, 1 visit(s) today