ქობულეთის გამგებელმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

27/07/2017

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ქ.ქობულეთში, კარიერის უბანში საკანალიზაციო სისტემის, გელაურის დასახლებაში უბნის კეთილმოწყობისა და რუსთაველის ქუჩის მეორე შესახვევის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო. მიმდინარე წელს ქ. ქობულეთში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით 10 მილიონამდე ლარი არის გამოყოფილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0