ქობულეთის მუნიციპალიტეტში 1 სექტემბრიდან ჯანდაცვის ახალი მიზნობრივი პროგრამა ამოქმედდება

31/08/2017

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 1 სექტემბრიდან ჯანდაცვის ახალი მიზნობრივი პროგრამა ამოქმედდება, რომელიც მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურებას ითვალისწინებს. პროგრამისთვის 25 800 ლარია გათვალისწინებული.
საწყის ეტაპზე მოხდება ერთი მობილური გუნდის დაფინანსება, რომელიც უზრუნველყოფს თვის განმავლობაში 50 პაციენტის ბინაზე ვიზიტსა და მედიკამენტოზურ მკურნალობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0