ქობულეთის შემოვლითი გზის გვირაბში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

31/10/2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 24–ე კმ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, გადაუდებელი ელექტრო-მექანიკური სამუშაოების გამო, 2018 წლის 1 ნოემბერს 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, გვირაბში ნაწილობრივ, ერთ სამოძრაო ზოლზე (ქობულეთი-ბათუმის მიმართულება), შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0