ქობულეთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს. თოვლის საფარი მაღალმთიან სოფლებში თითქმის 1,5 მეტრს აღწევს, ხოლო ქალაქში 15-20 სმ-ია. სტიქიასთიან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები, კომპანია „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ელექტრიკოსთა ჯგუფები, გამწვანებისა და სანდასუფთავების თანამშრომლები. ინტენსიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება. ბოლო მონაცემებით ელექტრო ენერგია 600-მდე აბონენტს არ მიეწოდება. მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები, ინტენსიურად იწმინდება ქალაქის ქუჩები და სოფლების ცენტრებთან მისასვლელი გზები. ამ დროისათვის მუნიციპალიტეტში 11 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. ქობულეთი-ბათუმისა და ქობულეთი-ოზურგეთის მიმართულებით სატრანსპორტო მიმოსვლა შეფერხებული არ არის.