ქობულეთში რუსთაველის მეორე შესახვევის რეაბილიტაცია მალე დასრულდება

რუსთაველის ქუჩის მეორე შესახვევის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება. დღეს სამუშაოები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები და ტროტუარები, ქუჩის სავალ ნაწილზე კი ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. ქუჩის კეთილმოწყობითი სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 767 550 ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს კომპანია „ანტ სტორი ლტდ 2016“ აწარმოებს.

Visited 153 times, 1 visit(s) today