ქობულეთში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

17/05/2017

ქობულეთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დღეს სკვერის სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ გამგებლის მოადგილესთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში სკვერში მოეწყობა მწვანე ზოლი, დამონტაჟდება განათების სისტემა, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება ბილიკები, სადაც დეკორატიული სკამები განთავსდება. პროექტის განხორციელებისთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 20 997 ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოები ივნისის თვეში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0