ქობულეთში სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

31/08/2017

სპორტის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მალე სპორტული მოედნები მოეწყობა სოფელ ხალაში, შუაღელესა და გელაურის დასახლებაში, ხოლო რეაბილიტაცია ჩაუტარდება გვარას, საჩინოს, ზ. აჭყვასა და სოფელ ქობულეთში.
წელს მინი სტადიონები მოეწყო სოფელ ქაქუთსა და ჩოლოქის დასახლებაში, ხოლო მოედნების მოწყობა მიმდინარეობს დაბა ჩაქვში მე-7 რაიონსა და აღმაშენებლის ქუჩაზე.
2017 წელს სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის 604 289 ლარია გათვალისწინებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0