ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს

ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. დღეს გაწმენდითი სამუშაოები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს. დილიდან „ქობულეთის გამწვანების“, „სანდასუფთავებისა“ და „ქობულეთის წყლის“ ორგანიზებით იწმინდება სანიაღვრე არხები და თამარ მეფის სანაპიროს გზის სავალი ნაწილი, ასევე შტორმის შედეგად დაზიანებული სკამებისა და ურნების დასაწყობება ხდება. ამ ეტაპისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდგომარეობა სტაბილურია.

Visited 186 times, 1 visit(s) today