ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები გრძელდება

17/10/2017

ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები გრძელდება. სამუშაოების მიმდიანრეობა სოფელ ქაქუთსა და ლეღვაში მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მალხაზ რომანაძემ დაათვალიერა. ინტენსიურად იწმინდება შიდასასოფლო გზები. სპეცტექნიკა ოთხი მიმართულებით მუშაობს.
ციხისძირის, ბუკნარის, ზენითისა და ოჩხამურის მოსახლეობას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს. უამინდობის გამო წყალმომარაგების აღდგენა ვერ ხერხდება.
ენერგომომარაგება თითქმის აღდგენილია, უშუქოდ დარჩენილია 60-მდე აბონენტი. დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.
ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერული პროცესები რამდენიმე სოფელში განვითარდა. დაზიანდა შიდასასოფლო გზები და საცხოვრებელი სახლები. დაზარალებულების მდგომარეობას გეოლოგები შეისწავლიან.
სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს, მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0