ქობულეთში ტაბიძის ქუჩის სარეაბილიტაცია სამუშაოები დაიწყო

ქობულეთში ტაბიძის ქუჩის სარეაბილიტაცია სამუშაოები დაიწყო. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხები და ტროტუარები, ქუჩის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩაზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი დამონტაჟდება.
ქუჩის კეთილმოწყობითი სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 136 700 ლარი დაიხარჯება. ქუჩის კეთილმოწყობითი სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

Visited 171 times, 1 visit(s) today