ქობულეთში, ტურისტული სეზონის სამზადისი ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ტურისტული სეზონის სამზადისი ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის. ქალაქის იერსახის მოწესრიგების მიზნით აქტივობები გრძელდება. დღეს გაწმენდითი სამუშაოები მეგობრობის ქუჩაზე მიმდინარეობს, რომელიც გვიანობამდე გაგრძელდება.
სამუშაოების მიმდინარეობას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო. „ჩვენ ტურისტული სეზონისთვის სამზადისი უკვე დავიწყეთ. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ ვგეგმავთ ამ ტერიტორიის მოწესრიგებას, რომელიც სარეველა ხე-მცენარეებისაგან გაიწმინდება, შემდეგ კი მოეწყობა მწვანე საფარი, გარე განათების სისტემა და ქალაქს კიდევ ერთი ლამაზი ადგილი შეემატება, ასევე მალე დავიწყებთ მიმდებარე პლაჟის მოწესრიგებასაც. მოხდება მდინარე კინტრიშის კალაპოტის გასწორხაზოვნება და პლაჟი შტორმის შედეგად გამორიყული ნარჩენებსგან გაიწმინდება“ – აღნიშნა მერმა სამუშაოების დათვალიერებისას.
გამწვანების სამსახურის ორგანიზებით მიმდინარეობს სკვერებისა და პარკების მოწესრიგება, მწვანე ზოლების გაცელვა-დასუფთავება და ხორციელდება ქუჩებში დაზიანებული ფილებისა და ბორდიურების აღდგენა-რეაბილიტაცია.

Visited 208 times, 1 visit(s) today