ქუთაისის მერის მესამე მოადგილედ გიორგი იობაშვილი დაინიშნა

18/08/2017

ქუთაისის მერის მესამე მოადგილედ გიორგი იობაშვილი დაინიშნა. აღნიშნული თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გრიგოლ დალაქიშვილი იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილედ გადავიდა.
გიორგი იობაშვილი კურატორობას გაუწევს მერიის საბინაო სამსახურს, ააიპ ბაგა-ბაღებს , ააიპ სპორტულ და კულტურულ სახელოვნებო გაერთიანებებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0