ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება, ჯამში სარეაბილიტაციო ქუჩების საერთო სიგრძე 34 კმ-ზე მეტია. რეაბილიტაციის ფარგლებში, იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, ეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები.
2019 წლიდან დღემდე, ქუთაისის 60 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, მათ შორის 2 ცენტრალური – აღმაშენებლისა და წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია 2020 წლის სექტემბრში დაიწყო, ხოლო 2019-2020 წლებში დასრულდა 2 ცენტრალური – ახალგაზრდობისა და ჭავჭავაძის გამზირების რეაბილიტაცია. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს, პროექტის ღირებულება 39 მილიონ ლარზე მეტია.
2020 წელს, ქალაქების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში ჯამში 113 ქუჩის რეაბილიტაცია ხორციელდებოდა, საიდანაც 40 ქუჩის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია, ხოლო დანარჩენ მათგანზე სამუშაოები მიმდინარეობს.

Visited 57 times, 1 visit(s) today