ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზის კმ35-კმ46 დილის 08:00სთ-დან ღამის 00:00 სთ-მდე მოძრაობა იკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შ.პ.ს. „ამბროლაურგზა-7“ აწარმოებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ46 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთში გზის საფარის დაზიანებული ადგილების ასფალტ-ბეტონით შევსების სამუშაოებს, რომლის შეუფერხებლად და უსაფრთხოდ წარმოების მიზნით, გზის აღნიშნულ მონაკვეთში დილის 08:00 სთ-დან ღამის 00:00 სთ-მდე, იკრძალება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოძრაობა თავისუფალია. დღე-ღამის დანარჩენ მონაკვეთში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ საავტომობილო გზის ორივე მონაკვეთში განთავსდება შესაბამისი საგზაო ნიშნები.

Visited 112 times, 1 visit(s) today