ქუთაისში „გამაჯანსაღებელი ტურიზმი“ -ს ცენტრი გაიხსნა

07/07/2017

ქუთაისში „გამაჯანსაღებელი ტურიზმი“ -ს ცენტრი გაიხსნა. ცენტრი სხვადასხვა მიმართულების მქონე პაციენტებს თურქეთის წამყვან კლინიკებში – თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური სტანდარტებით აღჭურვილი ულტრასონოგრაფიული, 3 D , სწრაფი ხილვადობის აპარატურითა და რადიკალური მეთოდების გამოყენებით ზუსტი დიაგნოზისა და მკურნალობის საშუალებას აძლევს. დღეს სხვადასხვა თურქული კლინიკების წამყვანი ექიმები ქუთაისის მერიაში ქალაქის მერს შოთა მურღულიას შეხვდნენ და აღნიშნული ინფორმაცია გააცნეს. „გამაჯანსაღებელი ტურიზმი“-ს , ცენტრი უზრუნველყოფს პაციენტის თურქეთის კლინიკაში უფასო ტრანსპორტირებას და ფასდაკლებებს. აღნიშნული ცენტრი ქუთაისში ჭავჭავაძის # – 18 -ში მდებარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0