ქუთაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მესამე დღეა, ქუთაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ქალაქში სანიაღვრე არხები იწმინდება და სუფთავდება ქუჩები. სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო სპეციალური ტექნიკა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრმა გამოყო. პროცესის მონიტორინგს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებენ. უხვი ნალექის შედეგად ქუთაისში სულ ცხრა ქუჩა დაიტბორა. პირველივე დღესვე შეიქმნა კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას ამ დრომდე ადგენს. უხვი ნალექის შედეგად ძირითადად ქალაქის ცენტრალურ ქუჩები დაიტბორა, წყალი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე შევიდა, დაზიანებულია ტექნიკა.

Visited 80 times, 1 visit(s) today