ქ. თელავის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა

22/01/2018

ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შპს „ატელიე არქიტექტს“ – მა ქ. თელავის მიწათსარგებლობისა და ცენტრალური მოედნის განაშენიანების გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ: აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი – ნინო გვენცაძე, სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი – ირაკლი ქადაგიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილე – ირაკლი შიოშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – გიორგი თუშიშვილი და ქ. თელავის საზოგადეობის სხვადასხვა სფეროს აქტიური წარმომადგენლები.
შპს „ატელიე არქტიქტს“ -მა აუდიტორიას წარმოუდგინა ქ. თელავის სივრცითი მოწყობის გენერალური გეგმის მონახაზი. პრეზენტაციის შემდეგ აუდიტორიას სიტყვით მიმართეს: სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატრომა – ირაკლი ქადაგიშვილმა და მიტროპოლიტმა დავითმა. შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0