ღირსების ორდენით მხატვრები დაჯილდოვდნენ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მრავალწლიანი, ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ მხატვრები ზურაბ გაბუნია, თინათინ კლდიაშვილი, შალვა მატუაშვილი, ალექსანდრე მოსიაშვილი და თამაზ ხუციშვილი. საქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტის სახელით, მხატვრებს ჯილდო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა გადასცა.

Visited 184 times, 1 visit(s) today