ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 113-ე კილომეტრზე მშრალ ხევზე, ახალი ხიდი აშენდება. არსებული 80-იან წლებში აშენებული ხიდის ნაცვლად, რომელიც აღარ ექვემდებარებოდა აღდგენას, შენდება ახალი ალტერნატიული ხიდი, რაც სრულად დააკმაყოფილებს სატრანსპორტო მოთხოვნებს. განახლებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის, სატრანზიტო გადაზიდვებისა და ტურისტების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას ყაზბეგის მიმართულებით. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ კობთან, ხიდის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტირება და მშენებლობა პარალელურ რეჟიმში განხორციელდება. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე გაეცნო. პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 550 000 ლარია. საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო და 2017 წლის დეკემბერში დასრულდება.

Visited 192 times, 1 visit(s) today