ყარაჯალაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობას

02/08/2016

დღეს,თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა – ალექსანდრე შათირიშვილმა და თელავის მაჟორიტარი პარლამენტის წევრმა – გელა სამხარაულმა ყარაჯლის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
როგორც ალექსანდრე შათირიშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა: “ყარაჯალაში მიმდინარეობს ცენტრალური გზის რეაბილიტაცია,ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გამოყოფილია 135 000 ლარი.სამუშაოებს შპს “გზამშენი – 2005″ ახორციელებს.ასფალტის საფარის კაპიტალური შეკეთების პროცესი ივლისში დაიწყო და აგვისტოში დასრულდება”.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა მოსახლეობასთან ერთად სოფლის განვითარების პერსპექტივებზე და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს.ადგილობრივმა მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა თელავის მუნციპალიტეტის გამგეობას ყურადღებისთვის, მოსახლეობის პრობლემების გათავისებისთვის და გამოთქვეს სურვილი სოფელში ნაგვის ბუნკერების განთავსების.ალექსანდრე შათირიშვილი დაპირდა მოსახლეობას,რომ 2016 წლის ბოლომდე ნაგვის ურნები ყარაჯალაში აუცილებლად იქნება განთავსებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0