ყარაჯალის ბაგა-ბაღში გამწვანების აქცია გაიმართა

22/04/2016

თვითმმართველი თემის ყარაჯლის ბაგა-ბაღში გამწვანების აქცია რეგიონის განვითარების ცენტრის ინიციატივით გაიმართა. აქციას შეუერთდნენ თელავის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი- გიორგი კოჭლოშვილი და შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლები.
რეგიონის განვითარების ცენტრის აღმასრულებებლი დირექტორის ლიზი სოფრომაძეს თქმით: “ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს თელავის თემის სოფლებში. ერთ-ერთ შეხვედრაზე ყარაჯალაში ბაგა-ბაღის მშობლებმა აღნიშნეს, რომ გამწვანება არ იყო ბაღში. ჩვენ შევთავაზეთ ,რომ რეგიონის განვითარების ცენტრი შეიძენდა ნერგებს მშობლებთან ერთად და გავაკეთებდით გამწვანების აქციას”.
გიორგი კოჭლოშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა: “ბაგა-ბაღებში გამწვანების აქციები გრძელდება და მოვუწოდებ მშობლებს აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში.ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ბავშვების ჯანსაღ გარემოში აღზდაზე”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0