ყვარელში “მუსიკის კუნძული” გაიხსნა

29/03/2017

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი კახეთის რეგიონს სტუმრობენ. ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ყვარელში, ილიას ტბაზე, პირველი ლატვიურ-ქართული პროექტი „მუსიკის კუნძული“ გახსნეს. ღონისძიებაზე გიორგი მარგველაშვილი და რაიმონდს ვეიონისი სიტყვით გამოვიდნენ, შემდეგ კი ორი ქვეყნის პრეზიდენტებს სიმბოლურად გასაღებები გადასცეს. აღნიშნულ პროექტს კომპანია „Ferrus Development“ ახორციელებს და ის ორი ეტაპისაგან შედგება. პირველი ეტაპი ითვალისწინებს ილიას ტბაზე საკონცერტო სივრცისა და ეკოკოტეჯების აშენებას, რომლისთვისაც 1,5 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა. პროექტის მეორე ეტაპი ეკოკოტეჯების წარმოების საქართველოში გადმოტანას და მის შემდგომ განვითარებას გულისხმობს. ღონისძიებას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ლატვიის პრეზიდენტი საქართველოს მეუღლესთან ერთად ორი დღის წინ ეწვია. ეს, პრეზიდენტის რანგში, ვეიონისის პირველი ვიზიტია საქართველოში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0