ყვარელში რეაბილიტირებული #3 საბავშვო ბაგა-ბაღი საზეიმოდ გაიხსნა

28/01/2019

ქ.ყვარელში რეაბილიტირებული #3 საბავშვო ბაგა-ბაღი საზეიმოდ გახსნა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან, ბენო გეგეჭკორთან ერთად. აღსანიშნავია, რომ განხორციელდა შენობის სრული რეაბილიტაცია, დამონტაჟდა გათბობის სისტემა, კეთილმოეწყო ეზოს ინფრასტრუქტურა. პროექტის ღირებულება შეადგენს 327 790 ლარს.
2019 წელს ქ.ყვარელში #1 საბავშვო ბაგა-ბაღის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0