ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი იმისთვის, რომ საბიუჯეტო ოფისმა სათანადოდ უზრუნველყოს თავისი ფუნქციების შესრულება

09/11/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უახლოეს მომავალში ბორდი შეიქმნება, რომელიც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საქმიანობაზე მონიტორინგს უზრუნველყოფს. აღნიშნული განცხადებით, ირაკლი კობახიძე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის მიერ საბიუჯეტო ოფისის საქმიანობის შესახებ გაკეთებულ შეფასებას გამოეხმაურა.
„ეს არის პარლამენტის საქმე. საბიუჯეტო ოფისი არის პარლამენტის ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფი. კანონმდებლობის თანახმად, უახლოეს მომავალში შეიქმნება ბორდი, რომელიც საბიუჯეტო ოფისის საქმიანობაზე მონიტორინგს უზრუნველყოფს. ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება იმისთვის, რომ საბიუჯეტო ოფისმა სათანადოდ უზრუნველყოს თავისი ფუნქციების შესრულება“,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0