შაბათ-კვირას, საღამოს საათებსა და უქმე ღეებში დავალიანების გამო დენი, წყალი და გაზი აღარ გაითიშება

29/07/2017

სემეკის გადაწყვეტილებით, განისაზღვრა შემთხვევები, როცა დენის, წყლისა და გაზის დავალიანების გამო მიწოდების შეწყვეტა აიკრძალა. ასეთი შემთხვევებია: საღამოს საათები, შაბათ-კვირა, უქმე დღეები, უქმე დღეების წინა დღეები.
განისაზღვრა ის მაქსიმალური ვადა, როცა დავალიანების გადახდის შემდეგ კომპანიამ მომსახურების მიწოდება უნდა განაახლოს. აბონენტს მომსახურების მიწოდება უნდა აღუდგეს გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენიდან, თანხის ასახვიდან, ან გადანაწილების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს ხუთ საათში. ეს წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ინფორმაცია კომპანიას 9 საათიდან 16 საათამდე მიაწოდეს, მაღალმთიან რეგიონებში დრო 14 საათამდეა. იმ შემთხვევაში, თუ ამ ვადაში კომპანიას არ მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია აბონენტმა, მას მომსახურება უნდა აღდგეს მომდევნო კალენდარული დღის 12 საათამდე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0