ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ მონაწილეობა მიიღო ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ორგანიზებულ დისკუსიაში, რომელიც 2 ოქტომბერს, ქ.ვაშინგტონში გაიმართა. მრგვალ მაგიდაზე მთავარი თემად შავი ზღვის უსაფრთხოება, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ხედვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მოლოდინები განიხილეს. დისკუსიაში ვაშინგტონში აკრედიტებული საელჩოებისა და სხვადასხვა საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა
03/10/2017