შავი ქლიავის ჩირი გასახდომად გამოგადგებათ

26/03/2016

შავი ქლიავის ჩირი გასახდომად გამოგადგებათ. ეს წონაში კლების ყველაზე გემრიელი, მარტივი და უსაფრთხო მეთოდია:

1. შავი ქლიავის 8 ცალი ჩირი დააქუცმაცეთ, დაასხით ერთი ჭიქა უცხიმო კეფირი და მიირთვით საღამოს ვახშმის მაგივრად. დანარჩენი დრო ჭამეთ ჩვეულებისამებრ, ოღონდ მოერიდეთ ტკბილეულსა და ცხიმიან საკვებს. შავი ქლიავისა და კეფირის სასმელს შარდმდენი ეფექტი აქვს. ამიტომაც მისი დალევა საუზმეზე ან სადილზე არ ღირს.
მათთვის, ვისაც კეფირი არ ანაყრებს, შესაძლებელია 6-8 ცალ შავი ქლიავის დაქუცმაცებულ ნაყოფს შეურიოს 150 გრ ხაჭო და მიირთვას დაძინებამდე 3 საათით ადრე.

2. 100 გრ შავი ქლიავის ჩირი და კურაგა გაატარეთ. “ფარშს” დაუმატეთ 50 გრ სელის თესლი და სურვილისამებრ, 1-2 ჩ/კ თაფლი. მიღებული მასის შენახვა შეგიძლიათ ჰერმეტულად დახურულ მინის ჭურჭელში და მაცივარში. ეს ნარევი უნდა მიიღოთ 1 ჩაის კოვზი უზმოზე და 1 დესერტის კოვზი ვახშმის შემდეგ. თუმცა, თუკი გაწუხებთ ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი, ამ მეთოდის გამოყენებას არ გირჩევთ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0