შავლეგო ტაბატაძემ, თანამშრომლებს ახალი მოადგილე წარუდგინა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ, დღეს თანამშრომლებს ახალი მოადგილე წარუდგინა. აღნიშნული თანამდებობა ბესიკ გოფოძემ დაიკავა. ის იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაში კურატორობას გაუწევს: იმერეთის რეგიონის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებას, მუნიციპალიტეტების სამოქმედო გეგმების სწორად შესრულებას, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის მუშაობასა და სოფლის მეურნეობის საკითხებს.
ბესიკ გოფოძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 22 წელი სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. სამსახურეობრივი ღვაწლისთვის მიღებული აქვს სახელმწიფოებრივი, უწყებრივი და საერთაშორისო ჯილდოები.

Visited 187 times, 1 visit(s) today