შავლეგო ტაბატაძემ , სოფელ ნავარძეთში, რეაბილიტირებული წყლის სისტემა დაათვალიერა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, გივი მოდებაძესთან და მაჟორიტარ დეპუტატთან, სულხან მახათაძესთან ერთად, სოფელ ნავარძეთში, რეაბილიტირებული წყლის სისტემა დაათვალიერა.პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა 50 ტონიანი წყლის რეზერვუარი,1200 მეტრზე შეიცვალა მილსადენი და დაიდგა წყლის ახალი ტუმბო. პროექტის ღირებულებამ კი 83 893 ლარი შეადგინა.
აღნიშნული სოფლის მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა სასმელი წყლის პრობლემა, ვინაიდან მოძველებული და დაზიანებული სისტემა ვერ უზრუნველყოფდა წყლის საჭირო რაოდენობით მოსახლეობის მომარაგებას.

Visited 152 times, 1 visit(s) today