შავნაბადას მთაზე რამოდენიმე დღეა ხანძარს ებრძვიან

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შავნაბადას მთაზე რამოდენიმე დღეა ხანძარს თავგანწირვით ებრძვიან აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის და სხვა პასუხისმგებელი პირების ხელმძღვანელობით.აქტიურ სამაშველო სამუშაოებს აწარმოებენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის, საგზაო დეპარტამენტის,სატყეო ადმინისტრაციის, გარემოს დამცველი ორგანიზაციების და სხვა დაწესებულებების მუშაკები. ხანძრის ქრობის პროცესში აქტიურად არიან ჩაბმული მუნიციპაკიტეტის გამგეობის, საკრებულოს, რაიონში არსებული დაწესებულებების თანამშრომლები, მოხალისეები, ჯარისნაწილები, მიმდებარე სოფლების მოსახლეობა.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენებიც, მათ შორის თურქეთის რესპუბლიკიდან.
ამჟამად ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, მიმდინარეობს მონიტორინგი და სალიკვიდაციო სამუშაოები.

Visited 152 times, 1 visit(s) today