შავშვები – ახალსოფლის მონაკვეთზე ხანძარი ლოკალიზებულია

10/08/2017

შავშვები-ახალსოფლის მონაკვეთზე ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, ხანძრის სხვა ტერიტორიებზე გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამოდენიმე ბრიგადა ცეცხლის ჩაქრობას დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ცდილობდა. ადგილზე იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გელა კაპანაძე და გამგეობის თანამშრომლები, რომლებმაც სამაშველო ბრიგადებს ხანძრის ლოკალიზებაში დახმარება გაუწიეს. გადამწვარია დაახლოებით 20 ჰა სახნავ-სათესი მიწის ფართობი. ხანძრის ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0