შალვა კერესელიძემ ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეგიონში მცხოვრებ ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს ესტუმრა და ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლის იუბილე მიულოცა. შალვა კერესელიძემ ხანდაზმულებს სასურსათო პაკეტებიც გადასცა. აღსანიშნავია, რომ ვეტერანებმა და მათთან გათანაბრებულმა პირებმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო ბიუჯეტებიდან ფულადი ჯილდოც მიიღეს.

“პირველ რიგში, გილოცავთ დღევანდელ დღეს. თქვენი და თქვენი თანამებრძოლების ძალისხმევით 9 მაისი მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვების დღედ იქცა. მადლობას გიხდით გამოჩენილი სიმტკიცისთვის, სიმამაცისა და თავდადებისთვის. გისურვებთ სიკეთეს, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას“ – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, გმირთა მემორიალები ყვავილებით შეამკეს.

Visited 91 times, 1 visit(s) today