შალვა კერესელიძე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – დავათის, სონდის, ჯუღისისა და ჭართლის მოსახლეობას შეხვდა

15/06/2019

მხარის სახელმწიფო რწმუნებული, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ლაფანაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დავათისა და ჭართლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების – სონდის, ჯუღისის და ჭართლის მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ საკითხებს გაეცნო, მათთან ერთად სოფლებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
სოფელ ჭართალში უკვე დასრულდა გაბიონების მოწყობის სამუშაოები. ამ ეტაპზე გარე განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში დაიწყება ხიდის მშენებლობა სოფელ ჯუღისში. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით სოფელ დავათში საჯარო სკოლა აშენდება. ასევე, დაგეგმილია გარე განათებების მოწყობა, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია და შიდა გზების კეთილმოწყობა ჯუღისში, დავათსა და სონდაში. ოთხივე სოფლის მოსახლეობა სარგებლობს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათებით.
შალვა კერესელიძემ ჭართლის საჯარო სკოლის მასწავლებლების საჭიროებებიც მოისმინა, მოინახულა სოფელში არსებული საბავშვო ბაღი და ამბულატორია, ასევე, დაათვალიერა ხალხური რეწვის ოსტატის, მეიარაღე როლანდ ოდიშელიძის სახელოსნო სოფელ დავათში.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდროდ თანამშრომლობს და მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებას რეგულარულად ეცნობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0