შალვა კერესელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა

07/02/2019

წინასაგაზაფხულო პერიოდში ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მოადგილეებთან და რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესში კოორდინირებული მოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლოდ კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, ხანძრების პრევენციისთვის შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს. გაიმართება მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები, სადაც მათ სტიქიის მიზეზებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

“სტიქიის თავიდან აცილება და მისი შედეგების მინიმალიზება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. მზად ვართ პროცესებში კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთოთ და ყველა შესაბამის უწყებასთან ვითანამშრომლოთ”- აღნიშნა მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0