შალვა პაპუაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორს შეხვდა

​საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორს ალან გილამს შეხვდა. შეხვედრაზე პარლამენტის მიერ 2022 წელს გაწეულ საქმიანობაზე, მის შედეგებზე და 2023 წლის გეგმებზე ისაუბრეს. მათ შორის, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროცესზე. ​ალან გილამმა აღნიშნა, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მზად არის საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით გააგრძელოს.

Visited 29 times, 1 visit(s) today