შალვა პაპუაშვილი, საქართველოში UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

28/01/2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ნიკ ბერესფორდს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და UNDP-ს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და გაძლიერებაზე. აღინიშნა გაეროს განვითარების პროგრამის მნიშვნელოვანი წვლილის შესახებ საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაძლიერების, ეკონომიკური განვითარების, გარემოსდაცვითი მიმართულების მხარდაჭერისა და კრიზისების პრევენციის კუთხით. მხარეებმა ისაუბრეს UNDP-ის პროექტზე „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში”. ნიკ ბერესფორდმა პარლამენტის თავმჯდომარეს გააცნო პროექტის მიმდინარეობა, ასევე, შესაბამისი აქტივობები და გეგმები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, გენდერული პოლიტიკის მნიშვნელობას და ამ კუთხით პარლამენტში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მხარდაჭერის მნიშვნელობას, ასევე, სამოქალაქო ჩართულობის აუცილებლობას. საუბარი შეეხო გაეროს განვითარების პროგრამის მნიშვნელოვან წვლილს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმის გაძლიერებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0