შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰან ხაჩატურიანს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ ისტორიულ და მეგობრულ ურთიერთობებს.

“საქართველო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრეა. ამ კუთხით მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ მინისტრის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს სამ ქვეყანას შორის დიალოგს” -აღნიშნა შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ.

მხარეებმა ასევე გამოხატეს მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. შეხვედრა გაიმართა შალვა პაპუაშვილის სომხეთის რესპუბლიკაში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. დელეგაციის შემადგენლობაში გიორგი ვოლსკი, სოზარ სუბარი, სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი, ელგუჯა გოცირიძე და ხათუნა სამნიძე შედიან.

Visited 44 times, 1 visit(s) today