შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ტულია აქსონს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაძლიერებასა და საპარლამენტთაშორისო კავშირის ფარგლებში თანამშრომლობაზე.
ტულია აქსონმა, როგორც საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა პაპუაშვილს გააცნო თავისი პრიორიტეტები და საქართველოს მიერ მისი კანდიდატურის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. შეხვედრა ანგოლაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეის ფარგლებში შედგა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი შედიან.

Visited 23 times, 1 visit(s) today