შალვა პაპუაშვილი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს გენერალურ დირექტორს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) გენერალურ დირექტორს, კარინ იემტინს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა კარინ იემტინს მადლობა გადაუხადა სააგენტოს მიერ საქართველოს მრავალწლიანი მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა საქართველოს მიერ უკანასკნელ წლებში მიღწეულ მრავალმხრივ პროგრესს გაუსვა ხაზი. მისი თქმით, სააგენტოს 2021-2027 წლების პროგრამის ფარგლებში საქართველო პრიორიტეტული ქვეყანაა. კარინ იემტინმა ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზაობა გამოხატა.
დღესვე, პარლამენტის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს გენერალური დირექტორის ვიზიტის ფარგლებში ორგანიზებული მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელიც საქართველოში გენდერზე დაფუძნებული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს ეხებოდა. ​შალვა პაპუაშვილმა მზადყოფნა გამოხატა კანონმდებლობის შემდგომ დახვეწაზე მუშაობისთვის, რათა, მისივე თქმით, გენდერზე დაფუძნებული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა წარმატებით გაგრძელდეს.

Visited 40 times, 1 visit(s) today