შალვა პაპუაშვილმა საქართველოში იტალიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში იტალიის ელჩ ენრიკო ვალვოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. შალვა პაპუაშვილმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოში მისი 4-წლიანი წარმატებული საქმიანობისთვის. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და ევროპული საბჭოს სხდომასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე. აგრეთვე, შალვა პაპუაშვილმა მიმოიხილა ევროკავშირის 9 რეკომენდაციის განხორციელების საკითხი. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპული საბჭო საქართველოსთან მიმართებით დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს მიენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

Visited 6 times, 1 visit(s) today