რაჭაში შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო, რომელსაც კომპანია ,,ჯეოტექინვესტი” ახორციელებს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამსართულიანი სასტუმრო, 24 ნომრით, რესტორნითა და საკონფერენციო დარბაზით, ფუნქციონირებას 2017 წლის ზაფხულიდან დაიწყებს და მის მშენებლობაზე 1.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
16 ივნისს სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე, გუბერნატორის მოადგილეებთან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან და კომპანია ,,ჯეოტექინვესტის” ხელმძღვანელებთან ერთად ახალი სასტუმრო კოპლექსის ფუნდამეტის ჩაყრას დაესწრო.
შაორის მიმდებარე ტერიტორიაზე საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარება რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის წინსვლისა და წარმატების ერთ–ერთი აუცილებელი წინაპირობაა.