შევძელით, დაგვემტკიცებინა ევროპისთვის, რომ ვართ პროდასავლური, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული დემოკრატიული ქვეყანა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ბრიუსელში ვიზიტს აგრძელებს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი იყო. მხარეებმა ყურადღება იმ განაცხადზე გაამახვილეს, რომელსაც საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს. ხაზი გაესვა ჟან მონეს დიალოგს და აღინიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ამ პროცესში საქართველო მიაღწევს იმ შედეგებს, რომელიც სამაგალითო გახდება სხვა ქვეყნებისთვის. დევიდ მაკალისტერმა კახა კუჭავას ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისადმი ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.

„ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარია. ის დაიმედებულია იმ პროცესებით, რომელსაც აკვირდება და კარგად არის გათვითცნობიერებული მიმდინარე საკითხებში. მას სურვილი აქვს, რომ ისეთივე პროგრესი ვაჩვენოთ, როგორც ეს ბოლო კვირების განმავლობაში ვაჩვენეთ – შევძელით, დაგვემტკიცებინა ევროპისთვის, რომ ვართ პროდასავლური, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული დემოკრატიული ქვეყანა. 2024 წლისთვის განცხადების წარდგენის კუთხით, ნამდვილად გვაქვს მხარდაჭერა არა მხოლოდ მისგან, არამედ ყველა პოლიტიკური ჯგუფისგან“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Visited 31 times, 1 visit(s) today