შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კონსტიტუციის ლეგიტიმაციის ერთადერთი გზა არსებული პროექტის შეჩერება და კონსენსუსის მისაღწევად მოლაპარაკებების დაწყებაა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, რომლის მიხედვითაც, ერთის მხრივ, ცხადდება მზაობა კონსენსუსისთვის, მორეს მხრივ, კი ხდება ხაზგასმა, რომ მესამე მოსმენისთვის ვერ მოხდება ძირეული ცვლილებები, არ ქმნის ხელსაყრელ საფუძველს დიალოგისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, კონსტიტუციის ლეგიტიმაციის ერთადერთი გზა არის არსებული პროექტის შეჩერება და ამის შემდეგ კონსენსუსის მისაღწევად მოლაპარაკების დაწყება ფუნდამენტურ საკითხებზე,

”კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტავთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონსტიტუციის ლეგიტიმაციის ერთადერთი გზა არის არსებული პროექტის შეჩერება და ამის შემდეგ მოლაპარაკების დაწყება კონსენსუსის მისაღწევად იმ ფუნდამენტურ საკითხებზე, რომელიც უკვე განსაზღვრა მთელმა საზოგადოებამ. ესენია: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ბონუსის სისტემის გაუქმება, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდა, მოსამართლეების დანიშვნის წესი, პრეზიდენტის არჩევის წესი, უშიშროების საბჭოს შენარჩუნების საკითხი.

საყოველთაო თანხმობის გარეშე, ერთპარტიულად კონსტიტუციის მიღება არ შეუწყობს ხელს დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. ასევე სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.

მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კი, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ, ცხადდება მზაობა კონსენსუსისთვის, მეორე მხრივ, კი ხდება ხაზგასმა, რომ მესამე მოსმენისთვის ვერ მოხდება ძირეული ცვლილებები, არ ქმნის ხელსაყრელ საფუძველს დიალოგისთვის. პრინციპული ცვლილებების გარეშე კი, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტურ საკითხებზე თანხმობა და კონსტიტუციის ლეგიტიმაცია, ვერ მოხდება“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

Visited 107 times, 1 visit(s) today