შეხვედრა ევროკავშირის დელეგაციის ელჩის მოადგილესთან

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ევროკავშირის დელეგაციის ელჩის მოადგილესთან, კარლო ნატალესთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის, რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსმა, რევაზ კაკულიამ დეტალურად მიმოიხილა და შეაჯამა ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში რეგიონული განვითარების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, მიღწევები, სამომავლო გეგმები და პერსპექტივები. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართული მხარის მიერ რეგიონული განვითარების პოლიტიკის დაგეგმვა-განხორციელება სრულად შეესაბამება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. მეტიც, ხდება რეგიონული განვითარების პოლიტიკის ახალი ინსტრუმენტების პროცესების მისადაგება, რეგიონული გამოთანაბრების (კოჰეზიის) ფარგლებში, წევრი სახელმწიფოების ანალოგიურ პრაქტიკასთან.
დეპარტამენტის უფროსმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს ამ პროცესებში დახმარებისათვის და აღნიშნა, რომ აუცილებელია გაიზარდოს ევროკავშირის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა, საქართველო კი მზად არის ამ დახმარების ეფექტიანი ათვისებისათვის.
ევროკავშირის დელეგაციის ელჩის მოადგილემ, თავის მხრივ, ევროკომისიის რეგიონების გენერალურ დირექტორატთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობაზე ისაუბრა. ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2015 წლის დეკემბერში ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ მოახდინა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული შეთანხმება უახლოეს მომავალში სრულად ამოქმედდება.

Visited 144 times, 1 visit(s) today