შეხვედრა სალხინოს,დაიხაშხოს,სულორის და ძულუხის მოსახლეობასთან

16/03/2016

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება. დღეს ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე, მოადგილე ლაშა გიორგაძე, წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსი ავთანდილ ხელაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წევრები,სალხინოს, დიხაშხოს, სულორის და ძულუხის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფლებში არსებული პრობლემები განიხილეს.
სალხინოში წელს ძირითად საკითხს წარმოადგენს სოფელში მგზავრთა მოსაცდელის , გარე განათების ბოძების მოწყობა,სასაფლაოს და ფრენბურთის სტადიონის შემოღობვა. რაც შეეხება დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულს, აქ მოსახლეობისთვის პრიორიტეტს სბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია და ადმინისტრაციული შენობის გადახურვა წარმოადგენს, რომელშიც სოფლის ხელმძღვანელობასთან ერთად პოლიკლინიკაა განთავსებული.ასევე რამდენიმე უბანში შიდა გზების დახრეშვა და სანიაღვრე არხების გაწმენდის საკითხია გადასაჭრელი.
სოფელ სულორის ცალკეულ უბნებში მთავარ საკითხად დგას ორი ხიდის რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრი სამუშაოები. ასევე მოსახლეობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს კურორტ „სულორი“- დან სოფლის ცენტრამდე მისასვლელ გზაზე გარე განათების მოწყობა.
დღესვე გამგებელი ზაზა ხურციძე ძულუხის ადმინისტრაციულ ერთეულშიც იმყოფებოდა სადაც ადგილობრივების მთავარ პრობლემას საბავშვო ბაღის არარსებობა წარმოადგენს. როგორც მოსახლეობის უმრავლესობამ შეხვედრაზე განაცხადა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხის თითქმის მთლიანი ოდენობა ძულუხში საბავშვო ბაღის მშენებლობას მოხმარდება.
როგორც გამგებელმა ზაზა ხურციძემ მოსახლეობასთან საუბარში აღნიშნა, მისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ჩართულობას პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტების დაგეგმვაში.
„ სოფლის მოსახლეობასთან ჩემი შეხვედრის მთვარ მიზანს წარმოადგენს ის ,რომ გაიზარდოს თქვენი ჩართულობა ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის პროცესში,მე არ მსურს კაბინეტში დავჯდე და იქედან გადავწყვიტო ამა თუ იმ სოფელში რას გავაკეთებ, ჩემი მიზანია რომ ჩვენ ასე ერთად დავგეგმოთ და გადავწყვიტოთ რა აუცილებელი საჭიროებები გაქვთ ადგილზე და შესაძლებლობის ფარგლებში თქვენი სურვილისამებრ მოვახდინოთ პრობლემის გადაჭრა“ განაცხადა ზაზა ხურციძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0